უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი - ახლანდელი მდგომარეობით, უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას - ვნახოთ, ხვალ რა იქნება

ახლანდელი მდგომარეობით, უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ვნახოთ, ხვალ რა იქნება - შევხედოთ, როგორ განვითარდება მსოფლიო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას არ გააჩნია ბირთვული იარაღი, რა დროსაც რუსეთი, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრია, „უკრაინის მიმართ აგრესიის აქტს ახორციელებს“.

დანილოვის თქმით, უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენა „ძალიან რთულია და თანამედროვე პირობებში ამის განხორციელება თითქმის შეუძლებელია“.

„ჩვენ შეგვიძლია ეს განვიხილოთ და ამაზე ვიოცნებოთ, მაგრამ არსებობს ტექნიკური პროცესი და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ეს შეუძლებელია. ვნახოთ, მომავალში რა იქნება - დავაკვირდებით, თუ როგორ ვითარდება სამყარო. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ომის შემდეგ სამყარო განსხვავებული იქნება და ის სხვაგვარად განვითარდება.

ახალი კავშირები და ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ამ ახალი სისტემის შექმნაში სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ“, - აღნიშნა დანილოვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს