რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი - რუსეთი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დაწესებას გეგმავს

რუსეთი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზის ფარგლებში, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ასევე გეგმავს სახმელეთო დერეფნის შექმნას ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის რეგიონს შორის.

„სპეციალური ოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებიდან, რომელიც სულ რაღაც ორი დღის წინ დაიწყო, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ამოცანაა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება. ეს უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ“,- განაცხადა რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ უკრაინის კონტროლი ასევე უზრუნველყოფს წვდომას დნესტრისპირეთზე - მოლდოვის სეპარატისტულ ნაწილზე, სადაც უკვე განთავსებულია რუსული ჯარები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა