რომის პაპმა განაცხადა, რომ ივნისში, იერუსალიმში რუსეთის პატრიარქთან დაგეგმილი შეხვედრა ამ დროისთვის გაუქმებულია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ივნისში, იერუსალიმში რუსეთის პატრიარქ კირილთან დაგეგმილი შეხვედრა ამ დროისთვის გაუქმებულია, - ამის შესახებ Ukrinform-ი Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა La Nacion-თან ინტერვიუში რომის პაპმა განაცხადა, რომ კირილთან შეხვედრის გეგმა ამ ეტაპზე „შეჩერებულია". ვატიკანის დიპლომატთა თქმით, შესაძლოა, ამ შეხვედრას „ამ მომენტში დიდი დაბნეულობა გამოეწვია“.

მედიასაშუალება იუწყება, რომ აღნიშნული შეხვედრის გაუქმებამდე ვატიკანი 12-13 ივნისს ლიბანში რომის პაპის დაგეგმილი ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივებას განიხილავდა, რათა ფრანცისკე 14 ივნისს იერუსალიმში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, კირილეს შეხვედროდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პატრიარქმა, კირილემ უკრაინაში რუსეთის შეჭრას მხარი დაუჭირა და რუსი სამხედროები ამ ომისთვის აკურთხა.

Ukrinform-ის ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქისა და რომის პაპის პირველი შეხვედრა 2016 წელს კუბაში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო