გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, ბუჩაში 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობის ფაქტი დოკუმენტურად დაადასტურეს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, მათმა ოფიცრებმა ბუჩაში 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობის ფაქტი, მათ შორის სიკვდილის დასჯის გზით, დოკუმენტურად დაადასტურეს.

გაეროს ინფორმაციით, ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში (HRMMU) გადაამოწმა და დაადასტურა მინიმუმ 5 264 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და დაშავების ფაქტი, კერძოდ : 2 345 დაღუპულისა და 2 919 დაშავებულის.

„ჩვენ ვიცით, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან გამოვლინდება ინტენსიური ბრძოლების რაიონებში ჩადენილი საშინელებები, მათ შორის მარიუპოლში“, - განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა.

მისი თქმით, კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო იმის გამოსავლენად, რაც ბუჩაში მოხდა.

„ბუჩას თითქმის ყველა მცხოვრებმა, ვისაც ჩვენი კოლეგები გაესაუბრნენ, გვითხრეს ნათესავის, მეზობლის ან თუნდაც უცხო ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა გამოვლინდეს, რაც იქ მოხდა და ასევე ვიცით, რომ ბუჩა არ არის იზოლირებული ინციდენტი,“- აღნიშნა მიშელ ბაჩელეტმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა