გიტანას ნაუსედა - დონბასში შეტევის დაწყების ფონზე უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და ეფექტური მიწოდება, შეიძლება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს - ყოყმანის დრო აღარ გვაქვს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატოს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში, მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს.

მედიის ინფორმაციით, გიტანას ნაუსედამ აღნიშნული საკითხი ვილნიუსში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბაერბოკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

გიტანას ნაუსედამ და ანალენა ბაერბოკმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, უკრაინის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

„დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაწყების ფონზე, უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და სწრაფად“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისი თქმით, სურს ნატო-ს ყოფნის გაძლიერება „სუვალკის დერეფანში“, რომელიც მდებარეობს ლიეტუვა-პოლონეთის საზღვარზე და ბელარუსს რუსეთის კალინინგრადის ანკლავთან აკავშირებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი