ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხები საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია საქართველოს მიერ უკვე მიღწეული შეფასებების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობაზე ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს