შარლ მიშელი - პუტინს მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის უზრუნველყოფისკენ მტკიცედ მოვუწოდე

პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მტკიცედ მოვუწოდე ჰუმანიტარული წვდომის და მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ, მით უფრო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას კვლავ დაადასტურა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

„მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია,“- წერს მიშელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა