რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი „ნებისმიერ მომენტში მზად არის“ გამოაცხადოს „ჰუმანიტარული პაუზა" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში, თუ ასეთი ნიშნები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში დაფიქსირდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს. “, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე მტკიცებით, მშვიდობიან მოქალაქეებს გადაიყვანენ უკრაინის ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე „ევაკუირებულების შეხედულებისამებრ“, ჩაბარებულ უკრაინელ ჯარისკაცებს კი სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა