საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს - Milan-ს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს - Caesar-ს მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.

"[უკრაინას] მნიშვნელოვან აღჭურვილობას კვლავ ვაწვდით, მათ შორის Milan-ს და Caesar-ს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ომში არ უნდა ჩავერთოთ", - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა არ დააკონკრეტა მიწოდების ზუსტი მოცულობა.

Ouest-France-ის ცნობით კი, უკრაინისთვის გასაგზავნად საფრანგეთის თავდაცვის მარაგიდან 12 ასეთი დანადგარი იქნება გამოყენებული.

აღნიშნულ დანადგარს 40კმ-ის მანძილზე 155 მმ-იანი ჭურვების გაშვება წუთში ექვსიდან რვა გასროლის სიჩქარით შეუძლია.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინისთვის Milan-ის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე ზოგიერთი ფრანგი პოლიტიკოსი აქამდეც საუბრობდა, მაგრამ Caesar-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიწოდების შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ ახლა გავრცელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა