აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, დღეს, რუსმა ჯარისკაცებმა პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,,ეს ევაკუაცია განსაკუთრებული და უკიდურესად საშიში იყო, 22 მგზავრი იმყოფებოდა. 25 წლის ბიჭი ზურგისა და ფეხის არეში დაშავდა, ასევე პარალიზებული მოხუცი ქალი“, - განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაიმ დასძინა, რომ თავშესაფრიდან ასევე გამოიყვანეს და გადაარჩინეს დედა, რომელსაც თან ბავშვი ჰყავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა