უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მარიუპოლიდან 100 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მხოლოდ გაერო-ს დახმარებით მოხერხდება

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკის განცხადებით, მარიუპოლიდან 100 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მხოლოდ გაერო-ს დახმარებით მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ირინა ვერეშუკმა BBC Radio 4's World Tonight-ს განუცხადა, რომ გაერო უნდა ჩაერთოს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაში და განაცხადა, რომ ის იყო ,,ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც უნარი და ძალა აქვს სიკვდილის თავიდან ასაცილებლად", მაგრამ ჯერჯერობით ,,მხოლოდ მოვლენებს აკვირდება".

"ლოდინის დრო არ გვაქვს. ეს დერეფნები უახლოეს დღეებში უნდა გაიხსნას", - განაცხადა ვერეშუკმა.

რაც შეეხება ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხანას, ვერეშუკმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მებრძოლები ,,არ დანებდებიან, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და სანამ იქ დარჩებიან, მარიუპოლი უკრაინის ნაწილია".

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს უკრაინის საკითხების შესახებ საქმიანი ვიზიტით მოსკოვს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შეხვდება.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა