რადა - ლუგანსკის რეგიონში, სევეროდონეცკში საკვების მარაგი არ დარჩა, რუსმა ოკუპანტებმა ყველაფერი გაანადგურეს

უკრაინის უმაღლესი რადა, ,,ტვიტერის" გვერდზე უკრაინის რამდენიმე ქალაქში არსებული ვითარების შესახებ წერს.

მათი ინფორმაციით, სევეროდონეცკში საკვების მარაგი აღარ არსებობს, ხოლო რუბიჟნოე და ნოვოდრუჟესკი ბოლო დღეებში განმავლობაში დაბომბვის ობიექტია.

,,ლუგანსკის რეგიონში, სევეროდონეცკში საკვების მარაგი არ დარჩა, რუსმა ოკუპანტებმა ყველაფერი გაანადგურეს. მშვიდობიანი მოქალაქეები პროდუქტებს ჰუმანიტარული დახმარებიდან იღებენ. რუბიჟნოე და ნოვოდრუჟესკი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მძიმე განადგურებას განიცდიან", - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს