ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან ყველაფერს დაკარგავენ

ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა ერს, ვისაც უკრაინასთან ერთად სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების სჯერა, მათთან ერთად უნდა იბრძოლოს.

,,დღეს, რუს სამხედროებზე მითითებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ამოცანა ახლა, თითქოს უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარება და მოლდოვის საზღვართან მისვლაა და თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა, თუმცა მართალი გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანი ადამიანების უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, სადაც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისი იყო, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასამსხვრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც ჩვენ მსგავსად, სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების სჯერა, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ და ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს