დენის შმიგალი ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა, - ამის შესახებ ლიდერებმა ,,ტვიტერის" გვერდზე დაწერეს.

შმიგალის თქმით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის დახმარებას შეეხებოდა.

,,სანქციები, ფინანსები და იარაღი უკრაინის გამარჯვების ძირითადი კომპონენტებია. ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გავამახვილე ყურადღება. მადლობა აშშ-ს, წარმოუდგენელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის! ცივილიზებული სამყარო უკრაინისა და უკრაინელების გარშემოა გაერთიანებული. ჩვენ გავიმარჯვებთ!" - წერს შმიგალი

ენტონი ბლინკენის თქმით, მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის დეტალები განიხილეს.

,,შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, რათა განგვეხილა ის, რაც უკრაინას თავის დასაცავად და აღდგენისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად უკრაინის გამბედაობა ყველას შთააგონებს", - წერს ბლინკენი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს