ავსტრიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციას უჭერს მხარს, გარდა გაზის ემბარგოსი

ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა CNN-ს განუცხადა, რომ გაზის ემბარგოს გარდა, მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას მხარს უჭერს.

,,როდესაც სანქცია შენ უფრო მეტად გირტყამს, ვიდრე მას, ვინც სანქციის მიზანშია, მე ვფიქრობ, ამას დიდი სარგებელი არ მოაქვს", - განაცხადა მაგნუს ბრუნერმა.

ბრუნერმა დასძინა, რომ ავსტრიის ინდუსტრია იმდენად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, რომ მათ ,,სხვა არჩევანი არ აქვთ".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს