რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ფაზის ფარგლებში რუსეთი სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დაწესებას და მოლდოვაზე წვდომის მოპოვებას გეგმავს.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებით.

მათი განმარტებით, რუსი გენერლის განცხადებები „უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის ელჩთან შეხვედრისას მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა გაიმეორეს, რომ მოლდოვა არის „ნეიტრალური სახელმწიფო და ამ პრინციპს პატივი უნდა სცეს ყველა საერთაშორისო აქტორმა, მათ შორის რუსეთის ფედერაციამ“.

შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა გუშინ განაცხადა, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ფაზის ფარგლებში, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დაწესებას გეგმავს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ უკრაინის კონტროლი ასევე უზრუნველყოფს წვდომას დნესტრისპირეთზე - მოლდოვის სეპარატისტულ ნაწილზე, სადაც უკვე განთავსებულია რუსული ჯარები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს