ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ბათუმი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Kitf 2022“ ბათუმმა წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურისტული სააგენტოებისა დასასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, რეგიონისტურისტული პროდუქტების მიმართ მაღალი ინტერესია.

„გამოფენის ფარგლებში უწყების თანამშრომლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან, რაც რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვასა და ყახახეთში აჭარის რეკლამას ისახავს მიზნად.

გამოფენის მსვლელობისას დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ასევე მიიღეს საერთაშორისო ფორუმში, სადაც რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო