ოდესაში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ქალაქ ოდესაში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მანამდე, უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა, რომელიც ქალაქის დაბომბვას ისახავდა მიზნად.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით კი, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

"ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაიგეს. ეს იყო სარაკეტო დარტყმები“, - დასძინა მან.

გერაშჩენკომ აღნიშნა, რომ რუსული საჰაერო თავდასხმისას საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ერთი ადამიანი, ერთ-ერთი შენობის ეზოში, საკუთარ მანქანაში დაიწვა.

ოდესის საკრებულოს დეპუტატმა პეტრო ობუხოვმა სარაკეტო დარტყმებს "პუტინის სააღდგომო საჩუქრები" უწოდა. აღნიშნულის შესახებ მან „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს