14.07.2025 / 09:02
დმიტრო კულება - ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც რაკეტებით მშვიდობიან ქალაქებს ესხმიან თავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებ აქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.

კულებას შეფასებით, ის რაც ოკუპანტმა ოდესაში ჩაიდინა, არის ტერორი და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

"ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა გამოცხადდეს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად და მას შესაბამისად უნდა მოეპყრან. არავითარი ბიზნესი, არანაირი კონტაქტები, კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც რაკეტებით მშვიდობიან ქალაქებს ესხმიან თავს“- განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოდესაში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა