უკრაინის საგარეო უწყება - მარიუპოლში ორი გოგონა დაიღუპა, ორი პატარა მსახიობი: ელიზავეტა და სონია

მარიუპოლში ორი გოგონა დაიღუპა, ორი პატარა მსახიობი: ელიზავეტა და სონია, - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველზე პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ორივე მათგანმა მარიუპოლის თეატრში, სპექტაკლში „ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა“ ლუსის როლი ითამაშეს“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში არ არის დაკონკრეტებული თუ როგორ მოკლეს ბავშვები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა