ხერსონთან ორი რუსი გენერალი მოკლეს. ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა პარასკევს ოკუპირებულ ხერსონთან ახლოს რუსეთის სამეთაურო პუნქტზე განახორციელეს თავდასხმა.