„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.უზენაესმა სასამართლომ  „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურის თარიღი გააუქმა

"სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ.უზენაესმა სასამართლომ 28 აპრილს დაგეგმილი "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის თარიღი გააუქმა.

"უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული სარჩელის მოთხოვნები", - განუცხადეს ოსურ საინფორმაციო სააგენტო "რესს" ე.წ.უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში.

20 აპრილს სამმა მოქალაქემ ე.წ. უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვეს „სამხრეთ ოსეთის“ ცესკოს მიმართ, რომელმაც არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს დანიშნა.

დღევანდელი "სასამართლო სხდომა" ჟურნალისტების მონაწილეობის გარეშე გაიმართა. "სასამართლოს" გადაწყვეტილებით, ე.წ.ცესკო ვალდებულია კვირას განმეორებითი არჩევნების ახალი თარიღი დანიშნოს. თავის მხრივ, "ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში", განმარტეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, სადაც აღნიშნული იქნება თუ რა კრიტერიუმებით, რა აქტების საფუძველზე ავალდებულებს სასამართლო ცესკოს გადაწყვეტილების მიღებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა