რუსეთის პატრიარქი - დაე, უფალმა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხი შეარიგოს უკრაინაში, დონბასში, სადაც სისხლი ჯერ კიდევ იღვრება

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება, თუმცა მან ომი არ დაგმო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„დაე, უფალმა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხი შეარიგოს უკრაინაში, დონბასში, სადაც სისხლი ჯერ კიდევ იღვრება. ღმერთმა ქნას, რომ აღდგომის ეს საჩუქარი დაეხმაროს მათ, ვინც ამ რთულ კონფლიქტშია ჩართული. დაამშვიდოს მათი გული, გონება, სული, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს გამანადგურებელი კონფლიქტი და დაამყაროს დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა“, - აღნიშნა მან აღდგომის წინ, მოსკოვში გამართულ წირვაზე.

როგორც BBC აღნიშნავს, პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ადრე გააკეთა განცხადებები, რითაც მხარი დაუჭირა კრემლის უკრაინაში შეჭრას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა