რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, იკვლევს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სადესანტო სამსახურის 20 წევრი ლვოვში იმყოფება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, იკვლევს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დასავლეთ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური საჰაერო სადესანტო სამსახურის სპეციალური ოპერაციების ძალების ექსპერტები არიან განლაგებული.

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სადესანტო სამსახურის დაახლოებით 20 წევრი ლვოვში იმყოფება.

Sky News-ი იუწყება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარს არ განათავსებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს