ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ უკრაინა გახდება ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ჯარი ეყოლება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ უკრაინა გახდება ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ჯარი ეყოლება, - ამის შესახებ მან კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

„მჯერა, რომ როდესაც გავიმარჯვებთ, ვიქნებით სახელმწიფო, რომელსაც უძლიერესი ჯარი და თავდაცვის სფეროში ყველაზე გამოცდილი ხალხი ეყოლება. უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, მჯერა, რომ გავხდებით ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკრაინელი ხალხი გაერთიანდა და მას ესმის, რომ მომავალში საკუთარი ქვეყნის დაცვა მოუწევს, თუმცა, ზელენსკის თქმით, „ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელ ხალხს კვლავ ბრძოლა მოუწევს“.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა