გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.