ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ საქართველოს მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას

„ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა და უკრაინის ელჩის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესებასთან დაკავშირებით.

„მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან. რა ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს. მათ [რუსებმა] თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. რომელი ეკონომიკა? მე მგონია, რომ ეს ამად არ ღირს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა