მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიისკენ მიემართებოდნენ, საჰაერო სივრცე დახურა

თურქეთმა საჰაერო სივრცე დახურა რუსული თვითმფრინავებისთვის,რომელსაც სირიელი ჯარისკაცები გადაჰყავდა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი TRT Haber-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ დავხურეთ საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის, ასევე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიისკენ მიემართებოდნენ და ჯარისკაცები გადაჰყავდათ. ამის ნებართვა სამი თვით მივეცით, რომელიც მოქმედებდა აპრილამდე. ჩვენმა პრეზიდენტმა პუტინსაც აცნობა [საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ], ასე რომ ფრენები შეჩერებულია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მან ასევე გაიხსენა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის შემთხვევაში, ამ ქვეყნების პრეზიდენტთა შეხვედრა, შესაძლოა, თურქეთში გაიმართოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს