ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებაზე - მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან, რომელი ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს, რუსებმა თითქმის თბილისამდე მიაღწიეს

„მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან. რომელი ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს. მათ [რუსებმა] თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. მგონია, რომ ეს ამად არ ღირს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ქართველი ჟურნალისტის დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

ზელენსკი ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების საკითხს შეეხო.

„საქართველოს ხელისუფლების პოზიციის არ მესმის და ამ საკითხს ასე მტკივნეულად ამიტომაც აღვიქვამ. მჯერა, რომ უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან ერთ-ერთი უახლოესი სწორედ ქართველი ხალხია. უკრაინის პირველი რევოლუციის შემდეგ ჩვენ მათგან დიდი მხარდაჭერა ვნახეთ. თქვენი ხელისუფლების ლიდერთა ახლანდელი პოზიციის ნამდვილად არ მესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ მანძილის მიუხედავად, საქართველოს უკრაინასთან ბევრად უფრო ახლოს აღიქვამს, ვიდრე რუსეთს.

აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი