"ლელოს“ ახალგაზრდულმა გუნდმა, პარტიის წევრებთან ვატო სურგულაძესთან და ანა ბიბილაშვილთან ერთად თბილისის ქუჩების დასუფთავების კამპანია დაიწყო. როგორც „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ოთო ფარულავამ აღნიშნა, იქმნება ბაზა, რათა საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ქალაქის მოწესრიგებაში.
„ სპეციალური ეკიპირებით და ხსნარით ჩამოვწმინდეთ კედლებზე გაკეთებული ნახატები, რომელზეც ბოლო დღეებია მთელი ქალაქი საუბრობს. ზოგისთვის ეს შეთქმულების თეორიების ინსპირაციად იქცა, ზოგისთვის კი ქუჩის დაბინძურების დაშვებად. გამომდინარე იქიდან, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ნახატები ეკუთვნის უბრალოდ მხატვარს და არანირი დატვირთვა არ აქვს, გადავწყვიტეთ საკმაოდ დასტრესილ ადამიანებზე ვიზრუნოთ და მოვაშოროთ ჩვენს ქალაქს მსგავსი ნახატები, რადგან თვალში არ მოხვდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. სამწუხაროდ, ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობა სრულად ამოწურულია. შესაბამისად, გთხოვთ დაგვეხმაროთ და გამოგვიგზავნოთ ლოკაციები. ერთი მხრივ, შევძლებთ ღია რუკა მოვამზადოთ, მეორე მხრივ კი იქნება ბაზა იმისთვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩავერთოთ ქალაქის მოწესრიგებაში“,- აღნიშნა ოთო ფარულავამ.
ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.