ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ მან კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებების პროცესი რუსულ მხარესთან.

"ეს კითხვა არის სხვა ვლადიმერისთვის [პუტინისთვის]. თურქეთში ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრა სწორედ ამ მეორე ვლადიმერის სურვილზე არის დამოკიდებული. მე მჯერა, რომ მათ უნდა ვესაუბროთ მანამ, სანამ ომი არ დასრულდება. ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ ყოველ შესაძლო მომენტს და ყოველ შესაძლებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვთა სიკვდილი, რაც დღეს ოდესაში მოხდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო