ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რომის პაპი უკრაინაში ჩავიდეს და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადოს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში ჩავიდეს და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადოს. ამის შესახებ მან კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მსურს, რომ ის [რომის პაპი] ჩამოვიდეს, რათა უკრაინის აღმოსავლეთში ჩვენს ხალხს მხარი დაუჭიროს. მსურს, რომ მან მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადოს. მას სწორედ ეს ვთხოვეთ და გარკვეული სიგნალები არის. ჯერ ნაადრევია ამის თქმა, თუმცა ჩვენ მას ველით, რადგან მას სწორედ ეს მისია აქვს - მისია ღმერთისგან. ხალხის დიდი ნაწილი მას ენდობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რომის პაპი ფრანცისკე მხარს უჭერს უკრაინას, გმობს რუსეთის აგრესიას, რისთვისაც ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა