აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი კიევში ჩადიან

კვირას, 24 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ხვალ ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხალხი ჩამოდის. აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და სახელმწიფო მდივანთან მექნება შეხვედრა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის მდივანთან კიევში დაგეგმილი შეხვედრის დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების და უსაფრთხოების გარანტიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ლიდერები უკრაინაში ჩადიან.

„ახლა შეუძლებელია ჩვენთან ხელცარიელი მოსვლა. ჩვენ ველით არამხოლოდ საჩუქრებს და რაღაც ნამცხვრებს, არამედ კონკრეტულ ნივთებსა და კონკრეტულ იარაღს. მჯერა, რომ შეერთებული შტატებისგან გარკვეული შეთანხმების მიღებას შევძლებთ ან უკრაინის შეიარაღების იმ პაკეტის ნაწილს მივიღებთ, რომელზეც აქამდე შევთანხმდით", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო