ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში რუსი დამპყრობლების ქმედებები ისტორიასა და წიგნებში "რაშიზმის" სახელწოდებით დარჩება

უკრაინაში რუსი დამპყრობლების ქმედებები ისტორიასა და წიგნებში "რაშიზმის" სახელწოდებით დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში უკრაინელი ხალხი არ დანებდება.

„უკრაინელები არ ნებდებიან, ჩვენ ნამდვილად არ დავნებდებით. ეს დავამტკიცეთ არა ცარიელი სიტყვებითა და მოწოდებებით, არამედ ვამტკიცებთ ყოველი დღის განმავლობაში, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლაში ვატარებთ. ის, რაც მათ გააკეთეს - მოკლეს, აწამეს და გააუპატიურეს მცირეწლოვანი ბავშვები - ყველაფერი, რაც მოხდა, არის არა ნაციზმის გამოვლინება, არამედ თავად ნაციზმია. სახელმწიფოს წიგნებსა და ისტორიაში ისეთი სიტყვა დაერქმევა, რომელიც არავის გამოუგონია და რომელსაც ყველა იმეორებს როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში - ეს არის რაშიზმი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა