მელიტოპოლის მერის ინფორმაციით, მელიტოპოლიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ჩემი კოლეგა გაიტაცეს, ახლა 29 მათგანი ოკუპანტის ციხეებში იმყოფება. რაც შეეხებათ აქტივისტებსა და ბიზნესმენებს - ოკუპანტების უწყვეტი პრაქტიკაა, რომ იტაცებენ ყველას, ვისაც საკუთარი აზრი და პატრიოტული განწყობები აქვს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლიდან ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს“, - განაცხადა ფედოროვმა.

მელიტოპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ფიოდოროვმა აღნიშნა, რომ უკვე მეოთხე დღეა, რაც ოკუპანტები ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ფედოროვის თქმით, მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადასვლა სურთ.

„ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მათ ევაკუაციის პროცესი ზაპოროჟიეს ოლქისა და ნებისმიერი სხვა მიმართულებით სრულად დაბლოკეს. ოკუპანტები მოქალაქეებს მხოლოდ ყირიმში წასვლის საშუალებას აძლევენ“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა