საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.

პირველი ეგზიტპოლები პარიზის დროით 20:00 საათზეა მოსალოდნელი, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება. მანამდე ფრანგულ მედიას გამოკითხვების გამოქვეყნება ეკრძალება, რათა მათ არ მოახდინოს გავლენა ამომრჩევლებზე.

დასავლური მედიის ცნობით, ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი, თუმცა შესაძლოა, რომ აქტივობა პირველ ტურთან შედარებით უფრო დაბალი იყოს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხმების 27.6% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, "ულტრამემარჯვენე" კანდიდატმა მარინ ლე პენმა კი 23.4%.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“