უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს

რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა ლუგანსკში, 16 აპრილს დაიღუპნენ. ისინი აფეთქებას მაშინ ემსხვერპლნენ, როცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ჯამში, 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს