ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

უკრაინას უახლოეს მომავალში არ უნდა შესთავაზონ ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ „ევროპეისკაია პრავდაზე“დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის. შალენბერგმა თავისი მოსაზრება იმით ახსნა, რომ არსებობენ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, რომლებმაც კანდიდატის სტატუსამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს.

ავსტრიულ გამოცემა „Heute“-ს ცნობით, შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი მომავალშიც არ უნდა გახდეს. ის უკრაინისთვის განსხვავებული გზის მომხრეა. ავსტრიის პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე.

შალენბერგმა ასევე გამორიცხა რუსეთთან ომამდელ ურთიერთობებში დაბრუნება, სანამ იქ ვლადიმერ პუტინია სათავეში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო