დნეპროპეტროვსკის რეგიონში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა 8 შენობა

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა შენობა დაინგრა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

“რაკეტა მოხვდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. დაიღუპა 48 წლის მამაკაცი. დაინგრა 8 შენობა. სამი მანქანა და ერთი სატვირთო მანქანა ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. აფეთქების ტალღის შედეგად მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსის ფანჯრები დაიმსხვრა, კარები კი ბლოკირებულია“, - აღნიშნა მან.

რეზნიჩენკომ დასძინა, რომ ორი რაკეტა მოხვდა სამრეწველო საწარმოს, რის შედეგადაც საწარმოს შენობა დაინგრა. მისი თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 21 აპრილს დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსი დამპყრობლების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა - ორი მამაკაცი და სამი ქალი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა