ეუთო დონეცკსა და ლუგანსკში რუსების მიერ მათი თანამშრომლების ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

ეუთო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე თანამშრომლების უკანანო დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ს ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნმა განუცხადა.

„ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას“, - განაცხადა მან.

შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ბრაუნმა რუსეთი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მისიას მარტის შემდეგ უკრაინაში მანდატის გაგრძელებაზე უარს ეუბნება.

„ახლა კი ჩვენ ვიღებთ შემაშფოთებელ ცნობებს იმის შესახებ, რომ დონბასში რუსეთის მარიონეტები ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და ობიექტებს და რომ რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის პერსონალი“, - აღნიშნა ბრაუნმა.

მარტში ეუთომ განაცხადა, რომ უკრაინიდან 500-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. სპეციალური სადამკვირვებლო მისია ეუთოს შეუიარაღებელი, სამოქალაქო დივიზიაა, რომელიც აკვირდება და აღწერს ვითარებას კონფლიქტის ზონებში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს