უკრაინის ელჩი გერმანიაში - მაშინ, როდესაც რვა კვირა ყოყმანობდით უკრაინისთვის თანამედროვე გერმანული იარაღის მიწოდებას, რუსეთს უფლება მიეცა ყოველდღე მოეკლა უკრაინელი ქალები და ბავშვები

უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ოფიციალური ბერლინი გააკრიტიკა. “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინელმა დიპლომატმა გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხის გამო უსაყვედურა და აღნიშნა, რომ სანამ ქვეყანა ყოყმანობს, ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინელების მკვლელობას. მელნიკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოდესელი გოგონას ფოტო, რომელიც 3 თვის პატარასთან ერთად დაიღუპა გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის დროს და გერმანიის მთავრობას მიმართა.

„მაშინ, როდესაც რვა კვირა ყოყმანობდით უკრაინისთვის თანამედროვე გერმანული იარაღის მიწოდებას, რუსეთს უფლება მიეცა ყოველდღე მოეკლა უკრაინელი ქალები და ბავშვები, ისევე, როგორც ამ ახალგაზრდა დედის მკვლელობის, რომელიც გუშინ ოდესაში, სარაკეტო დარტყმის დროს შვილთან ერთად დაიღუპა“, - წერს მელნიკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ქალაქ ოდესაში 23 აპრილს რუსული საჰაერო იერიშის შედეგად. მანამდე, უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა, რომელიც ქალაქის დაბომბვას ისახავდა მიზნად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო