ალექსი არესტოვიჩი - რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ორ-სამ კვირაში დასრულდება - მათ დარჩათ მხოლოდ 15 000 დაღლილი ჯარისკაცი

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევა ორ-სამ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ შესაძლოა, აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდეს და ომი გადავიდეს პოზიციურ ფაზაში. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ავრცელებს.

„ორ-სამ კვირაში დასრულდება ეს შეტევა. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ ომის აქტიური ფაზაც დასრულდეს, რადგან რუსეთის ჯარებს თავდასასხმელი აღარაფერი დარჩათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ახლა რუსული ძალები საკმაოდ აქტიურად მიიწევენ უკრაინის აღმოსავლეთში, მაგრამ მათთვის პრობლემაა ის, რომ ეს არის არახელსაყრელი რელიეფი შეტევისთვის და იქ შეკრებილი ძალები გადამწყვეტი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების ამოცანა თავდაპირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების აღების შესახებ გამარჯვების გამოცხადებაა.

„შემდეგ მათ უნდათ კამპანიის შეზღუდვა. დაბრუნება მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი ამოცანაა სანქციების მოხსნა. აი, ასეთია კრემლის ისტორია, რადგან მათ უნდათ, რომ ომის ორი თვის თავზე რუს ხალხს რაიმე უთხრან. განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულზე, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც ელოდნენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთმა თავი მოუყარა „უკანასკნელ ოპერატიულ რეზერვებს“ აღმოსავლეთში, და მათ დარჩათ მხოლოდ 15,000 დაღლილი ჯარისკაცი კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის მახლობლად ბრძოლებიდან.

„არ ვიცი, საიდან მიიღებენ ახალ რეზერვებს. მათ მომზადებას მინიმუმ ერთი თვე ან თუნდაც ორი სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. სანქციებიც დაიწყებს მოქმედებას, საერთაშორისო დონეზე ცვლილებები მოხდება. ამ დროის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. რუსეთს კი არსაიდან შეუძლია გაძლიერება“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა