ანდრეი ერმაკი - მარიუპოლისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა - ტერიტორია, სადაც უკრაინელი გმირები დგანან, ჩვენი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ რჩება

ამჟამად მარიუპოლი უკრაინის რუკაზე ყველაზე ტრაგიკულ და დაძაბულ პუნქტად რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ფრანგულ ტელეარხ TF1-ს განუცხადა.

ერმაკის თქმით, ინფორმაცია რუსული ძალების მიერ მარიუპოლის დაკავების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამჟამად მარიუპოლი უკრაინის რუკაზე ყველაზე ტრაგიკულ და დაძაბულ პუნქტად რჩება. სწორედ იქ მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსებმა ქალაქი დაიკავეს, არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დიახ, ისინი ქალაქში არიან, მაგრამ ტერიტორია, სადაც უკრაინელი გმირები დგანან, ჩვენი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ რჩება. ისინი იქ, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად არიან, იქ ბავშვებიც არიან. მარიუპოლისთვის ბრძოლა არ მთავრდება. ეს არის უკრაინული ქალაქი და ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა ერმაკმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა