ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსეთმა ხერსონის მიმართულებით პერსონალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით პერსონალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ხერსონის მიმართულებით გარკვეული მიღწევები აქვს. მტერი პერსონალსა და აღჭურვილობაში მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის“, - განაცხადა მარჩენკომ.

როგორც Ukrinform-ი იუწყება, მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ წუხელ მტერმა ოდესის საცხოვრებელ უბნებზე სარაკეტო დარტყმა სცადა, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფების წყალობით, ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა