მარტვილში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელშიც მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილის ავტომანქანა ფიგურირებს, გამოძიება დაიწყო

მარტვილში, სოფელ ხუმწში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა და „მერსედესის“ მარკის ავტკმანქანა შეეჯახა.

გარდაცვლილია „მერსედესში“ მყოფი მგზავრი.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა.ასევე,ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა