აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის. აღდგომის დღეს, უკრაინაში მთელს ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, თითქმის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებულ საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელ განგაშს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უცხოური მედიის ცნობით, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა.