ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტს „ფეისბუქზე“ ეხმიანება და შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!“- წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ვიზიტის დროს განიხილეს უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში დახმარების აღმოჩენის, ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიის საკითხები, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება.

„სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან განვიხილეთ თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტია,“- წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას გუშინ სტუმრობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა