ლოიდ ოსტინი - უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით - გავაგრძელებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია

შეერთებული შტატების შეფასებით, უკრაინას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომი „სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით“ მოიგოს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„გამარჯვების უნარის თვალსაზრისით - გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შეგიძლია გაიმარჯვო. უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია", - განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინას გუშინ სტუმრობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა