ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა არმიამ აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლა, არამედ სისხლით შეღება - ეს ხალხი ქრისტიანია?

რუსეთს შესთავაზეს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „რუსულმა არმიამ აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლა, არამედ სისხლით შეღება.“

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანთლის დანთება არ ნიშნავს ქრისტიანობას, აღდგომის აღნიშვნაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ადამიანი, იყო ქრისტიანი.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინას „მიულოცა" აღდგომა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის საფრთხით, ასევე პოლტავას ოლქის კრემენჩუგის რაიონზე სარაკეტო თავდასხმით.

„ეს არის უკრაინელების სიცოცხლის მიზანმიმართული განადგურება, რომელიც არ შეჩერებულა ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზეც კი. ეს ხალხი ქრისტიანია?" - აღნიშნა ზელენსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება