„ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ

ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა - ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა, ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც „ლენდროვერ ჩელენჯში“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. დავით ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

„ძლიერთა თამაშები (Invictus Games) გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობდა. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი - მონაწილეობდა. ჰააგაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ადგილზე გულშემატკივრობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო